სააზროვნო ამოცანები
განვიხილოთ ამოცანა 1
ზაზას ბებიას ბატები და კურდღლები ჰყავს. ყველას ერთად 25 თავი და 54 ფეხი აქვთ. რამდენი ბატი და რამდენი კურდღელი ჰყავს ზაზას ბებიას?
ამოხსნა
თუ დავუშვებთ, რომ თითოს ჰქონდა 2 ფეხი, 25* 2=50
დარჩა 4 ფეხი. 4:2=2.
ესე იგი იყო 2 კურდღელი და 23 ბატი.
ამოცანა 2
კოლოფში 12 წითელი, 8 ლურჯი, 3 მწვანე და 14 ყვითელი ფანქარია. სულ ცოტა რამდენი ფანქარი უნდა ამოვიღოთ კოლოფში ჩაუხედავად, რომ ამოღებულ ფანქრებს შორის 5 მაინც აღმოჩნდეს ერთი ფერის?
ამოხსნა
ამ ტიპის ამოცანები იხსნება ყველაზე არასასურველი შემთხვევების დაშვებით.
მაშინ გვექნება:4 წითელი+4 ლურჯი+4 ყვითელი+3 მწვანე+1
ნებისმიერი= 16 ფანქარი
Comments
Post a Comment